მუნიციპალიტეტის ძირითად რესურსს წარმოადგენს მიწა. მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს სუბტროპიკული კულტურები - ჩაის ციტრუსებისა და ეთერზეთოვანი კულტურების სახით. ასევე მდიდარია საშენი ინერტული მასალებით: ქვიშა-ღორღი, ფლეთილი ქვა. კოლხეთის დაბლობის სპეციფიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ტორფის მარაგი.
მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი სამკურნალო თერმული წყლებით, რომელთა ნაწილი გამოკვლეულია მეცნიერთა მიერ, ნაწილი კი საჭიროებს კვლევას. მათ შორის არის უნიკალური ჰიპერთერმული წყლები, რომლებიც უნიკალურია არამარტო საქართველოს, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ბალნეოლოგიურ წყლებს შორის.
ხობის მუნიციპალიტეტი თავისი განვითარებით აგრარულ რაიონს წარმოადგენს. ტერიტორიის 44%-ს, ანუ 29942 ჰა-ს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები შეადგენს. სავარგულების 45%, ანუ 13515 ჰა სახნავი მიწებია, საძოვარი - 12588 ჰა, სათიბი - 11 ჰა, მრავალწლიანი ნარგავები - 3828 ჰა.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ძირითად მიმართულებად აღებული აქვს მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარება, რასაც ძირითადად აღწევს სახნავი და საძოვარი ფართობების მაქსიმალური ათვისებით.
მემცენარეობიდან მნიშვენელოვანი ადგილი უკავია მარცვლეულ კულტურებს (ძირითადად სიმინდი). მრავალწლიანი ნარგავებიდან - ციტრუსს, თხილს, დაფნასა და ჩაის.
მუნიციპალიტეტში დიდი რესურსი არსებობს სოფლის მეურნეობის განვითარების სახით, რაც სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში ძლიერი დარგის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა.