სამეგრელოს ტერიტორია მდიდარია სხვადსხვა სახის წიაღისეულით. განსაკუთრებულ ყურადღებას თავისი პერსპექტიულობით იპყრობს მდინარეების ენგურის, ხობის და რიონის ხეობებს შორის მდებარე ვაკე–დაბლობზე განვითარებული ნავთობისა და გაზის შემცველი ქანების კომპლექსი, რომელიც სიღრმიდან ზედაპირისაკენ წარმოდგენილია:
- ქვედა იურიული ასაკის, ორგანული ნაშთებით გამდიდრებული ქვიშიან–თიხიანი, ნაწილობრივ კარბონატული ქანებით.
- ორგანული ნაშთებისა და ბითუმის შემცველი ზადაბიოსურ–ბათური ასაკის ქვიშიან–თიხიანი ქანებით, რომლებთანაც დაკავრიშირებულია აგრეთვე სულფატური და ქლორ–კალციუმიანი წყლები.
- ცარცული ასაკის ნაპრალოვანი კირქვებით, რომლებშიც ძირითადად მიგრირებული ნავთობია მოსალოდნელი.ამ ქანებთან დაკავშირებულია აგრეთვე ქლორ–მაგნიუმიანი და ქლორ–კალციუმიანი თერმული წყლები (ნოქალაქევი, მენჯი, ცაიში)
სამეგრელოს ტერიტორიაზე გავრცელებული მაღალტემპერატურული წყლები ძირითადად ქვედა ცარცულ კირქვებთან არის დაკავშირებული. სოფელ ოხურეისთან, ბურღილის პირთან წყლის ტემპერატურა თითქმის 100°–ია, ჭალადიდში – 95°, ცაიშში, ქვალონსა და ყულევში – 81°, 75° და 50° შესაბამისად.
სამეგრელოს ტერიტორიაზე დადგენილია მაგანა–ხორგა–ჭანისწყლის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქვანახშირისა და ფახულანის ლიგნიტისა და ქვანახშირიანი ფიქლების საბადოები, რომელთა სავარაუდი მარაგი 60–70 მლნ. ტონას შეადგენს.
საყურადღებოა სამეგრელოში გავრცელებული ტორფიანი ჭაობები(ანაკლია, ჭურია, ნაბადა, ფიჩორი და სხვა.)რომელბიც ტორფის დიდ მარაგს შეიცავენ,
სამეგრელოს ტერიტორიაზე გავრცელებული კარბონატული ქანების ზოგიერი ტიპი მოხერხებული უმეტეს შემთხვევაშია უცილებელია მასალაა მშენებლობისათვის. მათგან, პირველყოვლისა აღსანიშნავია კირქვა, რომლის საბადოები ცნობილია წალნეჯიხის (სქური), სენაკის (ნოქალაქევი) და ჩხოროწყუს (მუხურის) მუნიციპალიტეტებში.
სააგურე თიხის საბადოები გამოვლენილია აბაშის (ნაესაკავო) ზუგდიდის (ცაცხვი) და ხობის (ნოჯიხევი) მუნიციპალიტეტებში.
„ლუგელა“, სამკურნალო მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს საქართველოს ჩხოროწყუს რაიონში, ხობის ხეობაში, სოფ. მუხურიდან 4 კმ-ზე, 290 მ სიმაღლეზე. წყალი გამოდის ბაიოსური ასაკის ძლიერ დისლოცირებული ქანებიდან.
"ლუგელა" ურთულესი ქიმიური შემადგენლობისაა. იგი მიეკუთვნება ქლორიდული წყლების ჯგუფს, თვითონ ქმნის მინერალური წყლების ტიპს და ჰიდროქიმიურ ლიტერატურაში "ლუგელას" წყლების სახელწოდებითაა ცნობილი. წამყვანი ელემენტებია: კალციუმის კათიონი და ქლორის ანიონი, დამახასიათებელია ბრომის არსებობა, თანმხლები გაზია მეთანი, მცირე რაოდენობით შეიცავს: ანიონებიდან ფტორს, იოდსა და სულფატს, ხოლო კატიონებიდან ნატრიუმს, კალციუმს და მაგნიუმს. მაღალი მინერალიზაციის გამო დიდხანს ინახება, ჩამოსხმისას არ საჭიროებს ნახშირორჟანგით გაჯერებას, აღნიშნული თივსებების გამო "ლუგელას" მსოფლიო ბადალი ბადალი არა ჰყავს.
No comments:
Post a Comment